ხუთშაბათი, 2024/04/25, 11:42 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
ინტელექტუალური კლუბის საიტი
საიტის მენიუ
ra?sad?rodis?
შესვლის ფორმა
Social bookmark
Calculator
wikipedia
add to favourite
ძებნა

treningebi


მთავარი » სტატიები » treningebi

bermudis samkutxedi

ბერმუდის სამკუთხედი

 

ბერმუდის სამკუთხედიბერმუდის სამკუთხედიეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც ვითომ-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.

ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის დასახელება ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ხდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანეს სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ- სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

ისტორია
პირველად ბერმუდის სამკუთხედშისაიდუმლო გაუჩინარებების" შესახებ ახსენა Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა, 1950 წელს მან უწოდა ამ რაიონსეშმაკის ზღვა". „ბერმუდის სამკუთხედის" შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ითვლება ვინსენტ გლადისი. მან 1964 წელს სპირიტიზისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატიამომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი".

XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნიბერმუდის სამკუთხედი", რომელშიც შესული იყო ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები. წიგნი გახდა ბესტსელერი და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორია ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ გახდა განსაკუთრებით პოპულარული. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში გადმოცემული იყო არასწორად.

1975 წელს ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნიბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა", რომელშიც მან შეეცადა იმის დამტკიცება, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტევისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც გამოავლინეს მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.


შემთხვევები ბერმუდის სამკუთხედში
თეორიის მომხრეები საუბრობენ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო გემის გაუჩინარების შესახებ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და . . კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი მოხდა ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.


ევენჯერების რგოლი (გაფრენა № 19)
ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენსევენჯერის" ტიპის ხუთი ბომბდაშენიტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ სამხედროსაზღვაო ძალების ბაზიდან ფორტლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ასევე ვერ იპოვეს.

ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოსდა საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ – „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის", „ჩვენ ვეშვებით თეთრ წყ**ბში".

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შესდგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი გახლდათ მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა ფრენათა რაიონს.

დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან დაკარგა ორიენტირება და მას გაუფუჭდა ორივე კომპასი. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი იმყოფება ფლორიდაკისის კუნძლების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად. რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში.

რამოდენიმე ხანში ტეილორმა გადაწყვიტა გაფრენა დასავლეთის მხარეს, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში თავდებოდა საწვავი. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი იყვნენ შეეცადათ დასხდომის განხორციელება წყალზე. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში მაშინ მყოფი გემების სიტყვებით, იყო ძალზედ აბობოქრებული.

ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად გაგზავნეს სხვა თვითმფრინავები და ერთერთი მათგანიჰიდროთვითმფრინავიმარტინ მარინერი" – ასევე უკვალოდ გაუჩინარდა.კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გააჩნდათ გარკვეული ნაკლოვანება, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ საწვავის ორთქლები აღწევდნენ კაბინაში და საკმარისი იყო ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა მომხდარიყო აფეთქება. „გეინე მილსის" (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა თქვა, რომ იგი თვალს ადევნებდა აფეთქებას და ნამსხვრევებს, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე აღმოაჩინა ზეთის ლაქა.


სატვირთო გემისანდრა"
ეს შემთხვევა საინტერესოა იმით, რომ სწორედ იგი გახდა 1950 წელს ჯონსის პუბლიკაციის გამოჩენის მიზეზი.

გემი, რომელიც მიდიოდა აშშდან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს, რის შედეგადაც ჩაიძირა სხვა გემებიც. „სანდრას" ძებნის პროცესი დაიწყო გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში, როდესაც გემი არ მივიდა დანიშნულების პორტში. ადამიანთა გვამები გემის მსგავსად ვერ იპოვეს.

კატეგორია: treningebi | დაამატა: pushkinaa (2010/02/11)
ნანახია: 4593 | კომენტარი: 16 | რეიტინგი: 3.6/5
სულ კომენტარები: 7
7 CatsnamesNill  
0
Нашла кошечку не знала как её назвать. Нашла здесь leopard names http://allcatsnames.com/asian-leopard-cat-names полный список имен для котов.

6 Stevenbuh  
0
dna choroba dieta dna choroba http://seeknet.pl/ - http://seeknet.pl/ ziola na podagre dieta dla dny moczanowej

5 Anna  
0
Wikipediidan gakvt gadmokopirebuli

4 beqa  
0
am saidumlos odesgac,parda aexsneba:)

3 nonushki  
0
sainteresoa dzalia, amoxsnis ki vinme am saidumlos???

2 giviko  
0
chemi azrit is adgili sadac bermudis samkutxeds uwodeben did saidumloebas inaxavs magram aramgonia vinmem gamoikvlios es imitom rom iq vinc chava yvela gauchinardeba...

1 sofo  
0
me ar vpikrob rom es chveulebrivi movlenaaa,magram cnelia axsa ara aris es,namdvili saswaulia rac bermudis msamkutxedshi xdeba da tan auxseneli amave dro sashishic da damainteresebelic

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
რა დავამატოთ საიტს?
სულ პასუხი: 79
nichieri-gulnazi g
მინი-ჩეთი
სტატისტიკა
Block title
biliki
სექციის კატეგორიები
treningebi [8]
aq gantavsdeba is treningebi, rac inteleqt klubshi tardeba.