შაბათი, 2024/04/20, 6:58 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
ინტელექტუალური კლუბის საიტი
საიტის მენიუ
ra?sad?rodis?
შესვლის ფორმა
Social bookmark
Calculator
wikipedia
add to favourite
ძებნა

treningebi


მთავარი » სტატიები » treningebi

დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფო

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი

დევიზი: „Dieu et mon droit"
„ღმერთი და ჩემი უფლება"
ქვეყნის მდებარეობა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდიასთან. ხმელეთის საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთის ზღვით, ლა-მანშის სრუტითა და ირლანდიური ზღვით. ქვეყანა დაკავშირებულია საფრანგეთს ევროტუნელით.


სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
  • ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული", რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი ახსნა კელტური ქალღმერთის ბრიგიდის მიხედვით.
  • ქვეყნის კოდი — GB.

გეოგრაფია და ბუნება 

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესირსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.

გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.

სახელმწიფო წყობა

ვესტმინსტერის სასახლე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობა

გაერთიანებულ სამეფოს არა აქვს წერილობითი კონსტიტუცია. მონარქი, ლორდთა და თემთა პალატა უესტმისტერის შემადგენელი ნაწილია. საკანონმდებლო სფეროში განსაკუთრებულია თემთა პალატის როლი. მიმდინარეობს ლორთდა პალატის მოდერნიზაცია. მთავრობის სათავეშია პრემიერ-მინისტრი - მონარქი ნიშნავს თემთა პალატაში არჩეული უმრავლესობის მქონე პარტიის ლიდერს. ისტორიულ პროვინციებში მოქმედებს საკანონმდებლო ორგანოები.

  • სიმბოლოები: ჰიმნი — God Save the King (Queen); სამეფო დევიზი - Dieu et mon droit.
  • პოლიტიკური სისტემა — უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური — ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მე-20 საუკუნის მონარქები: ედვარდ VI (1901-10), ჯორჯ V (1910-36), ედვარდ VII (1936), ჯორჯ V (1936-52), დედოფალი ელისაბედ II (ELIZABETH II, რიგით მე-40 ბრიტანელი მონარქი, ტახტზეა1952 წლიდან).
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი (2007).
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
  • პარტიები — ლეიბორისტული პარტია (თავმ. გ. ბრაუნი, დაარს. 1890), კონსერვატული პარტია (თავმ. დ. კამერონი, დაარს. მე-17 საუკუნის ბოლოს). მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, 2007 წლიდან გორდონ ბრაუნი (Gordon Brown).

ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.

დემოგრაფია [რედაქტირება]

61,1 მილიონიანი მოსახლეობით (2009 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5%), შოტლანდიელები (9,6%), ირლანდიელები (2,4%), უელსელები (1,9%) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8%). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩამოვიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.

ეკონომიკა

ლონდონი არის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი ნიუ-იორკსა და ჰონგ კონგთან ერთად.

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[1]

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[2] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.

ტურიზმი 

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი სმფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულია რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა.შ.

ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.

ისტორია [რედაქტირება]

შოტლანდიის პარლამენტის შენობა
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ინგლისის ისტორია.

XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა

კატეგორია: treningebi | დაამატა: pushkinaa (2010/04/10)
ნანახია: 2635 | რეიტინგი: 1.1/11
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
რა დავამატოთ საიტს?
სულ პასუხი: 79
nichieri-gulnazi g
მინი-ჩეთი
სტატისტიკა
Block title
biliki
სექციის კატეგორიები
treningebi [8]
aq gantavsdeba is treningebi, rac inteleqt klubshi tardeba.