სამშაბათი, 2024/04/23, 11:30 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
ინტელექტუალური კლუბის საიტი
საიტის მენიუ
ra?sad?rodis?
შესვლის ფორმა
Social bookmark
Calculator
wikipedia
add to favourite
ძებნა

treningebi


მთავარი » სტატიები » treningebi

anjelina joli

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი
Jolietop2.png
ანჯელინა ჯოლი ნიუ იორკში ფილმ
"ძლიერი გულის" პრემიერაზე.
დაბადების სახელი ანჯელინა ჯოლი ვოიტი
დაბადების ადგილი ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 4 ივნისი, 1975
შემოქმედების წლები 1982, 1993-დან დღემდე
მეუღლე(ები) ჯონი ლი მილერი
(19961999)
ბილი ბობ ტორნტონი
(20002003)
ბრედ პიტი
(2005 – დღემდე)

აკადემიის ჯილდოები

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისათვის: 2000 გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს

ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი, არის ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი. მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას", ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2" (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები" (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი" (1997) და „ჯია" (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს" (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი" (2005). ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.


ცხოვრების ადრეული წლები და ოჯახი [რედაქტირება]

ანჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოიტისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. ის ჩიპ ტეილორის ძმისწულია და ჯეიმს ჰეივენის და, ასევე ჟაკლინ ბისეტისა და მაქსიმილიან შელის ნათლული. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკური და გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფრანგი კანადელია. 1976 წლიდან მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა, რომელმაც მსახიობობისაკენ მისწრაფება დაივიწყა და და ბავშვებთან ერთად გადავიდა პალისეიდსში, ნიუ იორკში. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად და მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ გარემოებამ დააინტერესა ის მსახიობობით. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როცა ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრეინინგებს და ჩნდებოდა სპექტაკლებში. ენჯის დედას მცირე შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი ხშირად ატარებდა მეორად ტანსაცმელს. მას ასევე აღიზიანებდნენ სხვა სტუდენტები, რომლთა ერთგვარი მიზანიც მის განსხვავებულ ნაკვთებსა და გარეგნობაზე დამცინავი საუბარი იყო, რადგანაც მსახიობი ძლიერ გამხდარი იყო, ატარებდა სათვალეს და ე. წ. აჭიმს. როდესაც ჯოლის პირველადი სამოდელო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა მან თითქმის მთლიანად დაკარგა თვით-პატივისცემა და თავისი თავის რწმენა. დაიწყო საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება, მოგვიანებით ამაზე ჯოლიმ განაცხადა: „მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია".

ჯოლი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, შვეიცარიაში, 2005 წლის იანვარში.

თოთხმეტი წლის ასაკში მან მიატოვა სამსახიობო კურსები და ოცნებობდა, რომ დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ატარებდა შავებს, შეიღება თმა შინდისფრად და თავის ბოიფრენდთან ერთად დადიოდა ე. წ. მოშინგის ტიპის კონცერტებზე, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე დამსწრეები ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობიან, ხელს კრავენ. ორი წლის შემდეგ, როცა მეგობარ ბიჭთან ურთიერთობა დასრულდა, მან იქირავა გარაჟის თავზე საცხოვრებელი ადგილი დედამისის სახლიდან რამდენიმე უბნის დაშორებით. ის დაუბრუნდა თეატრალურ სწავლებებს და დაამთავრა სკოლა. თუმცა ბოლო დროს მან დაკვირვებით ისაუბრა ამ პერიოდზე და დასძინა: „მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით".

ანჯელინა და მამამისი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ჩამოშორდნენ, მაგრამ მათი ერთგვარი შერიგება მოხდა, როდესაც მამა გამოჩნდა შვილთან ერთად ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" (2001). 2002 წლის ივლისში ანჯელინამ წარადგინა განცხადება, რომ ლეგალურად შეეცვალა სახელი და გამხდარიყო: ანჯელინა ჯოლი ანუ მან ჩამოიშორა გვარი: ვოიტი. სახელის შეცვლა ოფიციალურად 2002 წლის 12 სექტემბერს მოხდა, ხოლო ამავე წლის აგვისტოში გადაცემაში „Access Hollywood" ჯონ ვოიტი ირწმუნებოდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღნიშნა, რომ ის აღარ აპირებდა ედევნა მისი და თავისი მამის ურთიერთობისათვის. მან განაცხადა: "მე და მამაჩემი არ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს, მე არ ვარ მასზე ნაწყენი, არ მჯერა, რომ ოჯახი მაინცდამაინც სისხლით ნათესაობას ნიშნავს, რადგანაც ჩემი შვილი აყვანილია და ასე რომ ოჯახიც შეძენითია". ანჯელინამ განაცხადა, რომ არ სურდა იმ მიზეზების საქვეყნოდ გახმაურება, თუ რატომაც დაკარგა ურთიერთობა მამასთან.

კატეგორია: treningebi | დაამატა: pushkinaa (2010/03/01)
ნანახია: 1418 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
3 nino  
0
oh pushkina es sul sheni nachalichari iqneba :D

4 pushkinaa  
0
xoo aba...... biggrin biggrin biggrin

2 pushkinaa  
0
biggrin

1 pushkinaa  
0
magaria es mainc waikitxeet!!!!!!!!! biggrin biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
რა დავამატოთ საიტს?
სულ პასუხი: 79
nichieri-gulnazi g
მინი-ჩეთი
სტატისტიკა
Block title
biliki
სექციის კატეგორიები
treningebi [8]
aq gantavsdeba is treningebi, rac inteleqt klubshi tardeba.