ბერმუდის სამკუთხედიბერმუდის
სამკუთხედი
— ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში , რომელშიც ვითომ -და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი . რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე , შემდეგ კი პუერტო -რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით .
ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის დასახელება ამ გაუჩინარებათა ასახსნელად , უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე . თუმცა , სკეპტიკოსები ამტკიცებენ , რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ხდება იმაზე ხშირად , ვიდრე მსოფლიო ოკეანეს სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით . ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ -ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია
Lloyd’s.
ისტორია
პირველად ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების "
შესახებ ახსენა
Associated Press-ის
კორესპოდენტმა
ჯონსმა ,
1950 წელს
მან უწოდა ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა ". „ბერმუდის სამკუთხედის " შესიტყვების ავტორად , ჩვეულებრივ , ითვლება ვინსენტ გლადისი . მან 1964 წელს სპირიტიზისადმი მიძღვნილ ერთ -ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი ".
XX საუკუნის
60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი
პუბლიკაცია
ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ .
1974 წელს
ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი ", რომელშიც შესული იყო ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები . წიგნი გახდა ბესტსელერი და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორია ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ გახდა განსაკუთრებით პოპულარული . თუმცა , შემდგომში , გამოაშკარავდა , რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში გადმოცემული იყო არასწორად .
1975 წელს
ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი : მითები და რეალობა ", რომელშიც მან შეეცადა იმის დამტკიცება , რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება . აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტევისა და თვითმხილველებთან
საუბრების
მრავალწლიან
კვლევებზე ,
რომლებმაც
გამოავლინეს
მრავალრიცხოვანი
შეცდომა და უზუსტობა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში .
შემთხვევები
ბერმუდის
სამკუთხედში
თეორიის მომხრეები საუბრობენ უკანასკნელი 100
წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო გემის გაუჩინარების შესახებ . გაუჩინარებათა გარდა , იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების , ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ , როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში , დროის ანომალიები და ა . შ . კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს , რომ ამ შემთხვევებათაგან
ზოგიერთი მოხდა ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა . ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა .
ევენჯერების
რგოლი
(გაფრენა
№ 19)
ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის " ტიპის ხუთი ბომბდაშენი –ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება . ამ თვითმფრინავების
აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ –ს სამხედრო –საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ –ლოდერდეილში (ფლორიდა ). ისინი უკან არ დაბრუნებულან . მათი ნამსხვრევები ასევე ვერ იპოვეს .
ბერლიცის თანახმად , 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე . ასევე ცნობილია , რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას
პილოტები თითქოს –და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ – „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა , ოკეანე კი არ გამოიყურება ისე , როგორც ყოველთვის ", „ჩვენ ვეშვებით თეთრ წყ **ბში ".
კუშეს ვერსიით , სინამდვილეში ეს რგოლი შესდგებოდა კურსანტებისგან ,
რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას . გამოცდილი პილოტი გახლდათ მხოლოდ მათი ინსტრუქტორი , ლეიტენანტი ტეილორი , მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ –ლოდერდეილში , რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა ფრენათა რაიონს .
დაფიქსირებულ
რადიოგადალაპარაკებებში
არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ . ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა , რომ მან დაკარგა ორიენტირება და მას გაუფუჭდა ორივე კომპასი . საკუთარი ადგილმდებარეობის
დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა , რომ რგოლი იმყოფება ფლორიდა –კისის კუნძლების თავზე , ფლორიდისგან სამხრეთით , ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს . შემდგომმა ანალიზმა აჩვენა , რომ , შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ
და , ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი , მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად . რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან )
ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში .
რამოდენიმე
ხანში ტეილორმა გადაწყვიტა გაფრენა დასავლეთის მხარეს , მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია , რადგან თვითმფრინავებში
თავდებოდა
საწვავი . ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი იყვნენ შეეცადათ დასხდომის განხორციელება წყალზე . ამ დროისთვის უკვე დაბნელდა , ხოლო ზღვა , იმ რაიონში მაშინ მყოფი გემების სიტყვებით , იყო ძალზედ აბობოქრებული .
ევენჯერთა
გაუჩინარების
შემდეგ მათ საძებნად გაგზავნეს სხვა თვითმფრინავები და ერთ –ერთი მათგანი – ჰიდროთვითმფრინავი
„მარტინ მარინერი " – ასევე უკვალოდ გაუჩინარდა .კუშეს მოსაზრებით , ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გააჩნდათ გარკვეული ნაკლოვანება , რომელიც მდგომარეობდა იმაში , რომ საწვავის ორთქლები აღწევდნენ კაბინაში და საკმარისი იყო ერთი ნაპერწკალი იმისთვის , რათა მომხდარიყო აფეთქება . „გეინე მილსის " (Gaines
Mills) ტანკერის
კაპიტანმა
თქვა , რომ იგი თვალს ადევნებდა აფეთქებას და ნამსხვრევებს , შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე აღმოაჩინა ზეთის ლაქა .
სატვირთო
გემი
„სანდრა "
ეს შემთხვევა საინტერესოა იმით , რომ სწორედ იგი გახდა 1950 წელს ჯონსის პუბლიკაციის გამოჩენის მიზეზი .
გემი , რომელიც მიდიოდა აშშ –დან ვენესუელაში , უკვალოდ გაქრა შტორმის დროს , რის შედეგადაც ჩაიძირა სხვა გემებიც . „სანდრას " ძებნის პროცესი დაიწყო გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში , როდესაც გემი არ მივიდა დანიშნულების პორტში . ადამიანთა გვამები გემის მსგავსად ვერ იპოვეს .